აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს - ევროპის საბჭო

პუბლიკა

აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს, – „ევროპის საბჭო” ინფორმაციას ამ სათაურით აქვეყნებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ნათქვამია იმის შესახებ როდის და როგორ ჩამოაშორეს ახალი ამბების რედაქციას, უფროსი შორენა ღლონტი და მოადგილე მაია მერკვილაძე.  გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია იმის შესახებ, თუ როგორ აპროტესტებდნენ ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მიერ დირექტორის გიორგი კოხრეიძის არჩევას. აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ მოუწოდებენ ხელისუფლებას პატივი სცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.