აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის კედლებზე ცდილობენ სტიკერების – „არ დათმოს“ გაკვრას. დაპირისპირების დროს დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს 3 პირი. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ისინი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო აიყვანეს”, – აცხადებს აჭარის მაუწყებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავა 2 პირი.
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია იმართება. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.