აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა - აჭარის მაუწყებელი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8-საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.

დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.

მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება თეონა ბაკურიძეს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა და დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.

აჭარის ტელევიიზის გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი ამბობს, რომ რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. ხოლო მეორე მხარის განმარტებების შესახებ, ბრძანებაში არაფერი უწერია.