ხაჟომია პირადი განცხადების საფუძველზე საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

აჭარის მაუწყებელის ინფორმაციით, დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია პირადი განცხადების საფუძველზე საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის თანამდებობას ტოვებს.  მის მოვალეობას, დროებით ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, წერილში არ არის მითითებული, რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ნინო ხაჟომია.

ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. მან ამ პოზიციაზე მაია მერკვილაძე შეცვალა. მაია მერკვილაძის გათავისუფლება აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად შეფასდა.

ჩასწორება: მაუწყებლის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში არ იყო აღნიშნული, რომ ნინო ხაჟომია ტოვებდა კონკრეტულ თანამდებობას და არა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

LB loan image desktop LB loan image mobile