პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამირან გამყრელიძის შესახებ წერს, რომ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება.
საქმე ეხება დღეს მედიაში გავრცელებულ წერილებს, რომლის ავტორიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა. ის წერილებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს.
„სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად.
მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს. მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა, “- წერს გიორგი გახარია.
ამირან გამყრელიძის ვრცელ წერილებში, რომლებიც მედიით გავრცელდა, სხვადასხვა საკითხზეა საუბარი, თუმცა თამარ გაბუნიასადმი წერილში ამირან გამყრელიძე მოითხოვს პასუხს ცენტრისგან, რატომ არის მასთან „კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.