კომიტეტმა მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში იმ მექანიზმის გახანგრძლივებას, რომელიც საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ან აღდგენის საშუალებას აძლევს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არსებული კანონმდებლობით საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა, გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. ამ მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, კანონპროექტით კი ეს ვადა ორი წლით გაგრძელდება.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით, მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, აქვთ დრო, რომ შეინარჩუნონ ან აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა.