ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიერ რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება - დეკანოიძე ISFED-ზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნების“ არდაშვებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების” ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმა აშშ-ის, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება – კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციები არ სრულდება“,- აცხადებს დეკანოიძე.

მისი თქმით, საქართველოში ოლიგარქიული და კლეპტოკრატების მმართველობიდან ჩამოცილებას ფართო საარჩევნო რეფორმა სჭირდება.

„საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“,- აცხადებს დეკანოიძე.

პარლამენტში გუშინ  საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.