ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას - GWP

პუბლიკა

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკვაშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას, “- ამის შესახებ GWP-ის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

„კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს ჯივიპის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრო რეგულაციებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ ჯივიპის ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ, “-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.