ადგილმონაცვლეობაზე საუბრის გაგრძელებისთვის მზად ვართ – კალაძის პასუხი ინვესტორს

პუბლიკა

კახა კალაძე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

ქალაქის მერის თქმით, ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობების აშენება მერიისთვის მიუღებელია და მისივე თქმით, მერიის დღევანდელი პოზიციით, მათთვის მისაღებია ადგილმონაცვლეობა.

„ბრიფინგებით საუბარი სიახლეა და თუ მას [ინვესტორს] სურვილი აქვს, განხორციელდეს ადგილმონაცვლეობა, ჩვენ მზად ვართ. დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია თავისი კასკადით, როცა გვექნება პროექტი და გადავალთ სამუშაოებზე, მერე შეიძლება დავჯდეთ და ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და მერიას ახალი წინადადებით მიმართა.

ინვესტორი მერიას  ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.