აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას მან ხელი უკვე მოაწერა.

დღეს, 12 იანვარს ხაჯიმბასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შუამავლობით გაიმართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან 9 იანვარს დაიწყეს და შენობის ბლოკირება მოახდინეს.


ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი კანდიდატის ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივარი, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ ცნო. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

როგორ დღეს გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.