„აღმოაჩინე გორი“ - დაუვიწყარი თავგადასავალი ყოველ ნაბიჯზე

ფასიანი განთავსება

რა არის გორში სანახავი?! ამ კითხვის პასუხად, ქალაქში ჩასულ ვიზიტორებს, დღეიდან უკვე შესაძლებლობა აქვთ გორისა და რეგიონის მდიდარი წარსულის, კულტურის, სპორტის და ყველასგან მივიწყებული საკულტო ამბების ალტერნატიული ტური მოიწყონ.

პროექტმა „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი საინტერესო ლოკაციები და პერსონალები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციოეკონომიკურ განვითარებაში.

ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა 14 თებერვალს ისტორიკოსებს, გიდებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ალტერნატიული ტურის ფარგლებში მიეცათ.

გორის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან მოვლენასა თუ გამორჩეულ პიროვნებას იტევს. გორის სინაგოგა თუ კერამიკის სახელოსნო, ვაჟა-ფშაველას ცხოვრება თუ მამარდაშვილის ბიოგრაფია, სწორედ ამ ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციებსა და სახლ-მუზეუმებთან: აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომელებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვებიან, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებ-გვერდი  სადაც, რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალასა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის განცხადებით, გორში ალტენატიული მარშრუტების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის, ასევე მისი შემოსავლების ზრდას.

„აღნიშნულ პროექტს ორი მიზანი აქვს: პირველი, ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ გორს ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი და, მეორე, ამ გზით გავზარდოთ გორის ტურისტული პოტენციალი, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის” – აცხადებს ის.

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს: გორის ღვთისმშობლის ტაძარი, კერამიკის სახელოსნო, ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა.

ტურის მონაწილე გიდი, ნუცა ცქიმანაურის ფიქრობს, რომ ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები ხელს შეუწყობენ ქალაქი შესახებ ცნობიერების გაზრდას.

„ძალიან ხშირად როცა ტურისტები გორში ჩამოგვყავს, მათი ერთადერთი ამოცანაა ნახონ სტალინის მუზეუმი, თუმცა გორს აქვს გაცილებით დიდი პოტენციალი. გორი იდეალური ადგილია, შიდა შემეცნებითი ტურებისთვისაც. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე მაღალი ინტერესი ექნებათ ბავშვებს და მათ პედაგოგებს, რომლებსაც შეეძლებათ გაეცნონ ქალაქის საინტერესო წარსულს. ჩვენ უკვე გვაქვ თბილისის საფეხმავლო ტური ბავშვებისთვის და ვფიქრობთ, გორიც დავამატოთ ჩვენს მიმართულებებს.“- ამბობს ცქიმანაური.

ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

პროექტი, „აღმოაჩინე გორი“, განახორციელა IDFI-მ, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან და გორის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში.