აგრესიული ტესტირებით მედპერსონალს ვიკვლევთ - ეკატერინე ტიკარაძე

პუბლიკა

„იმ შემთხვევაში, თუ აგრესიული ტესტირება დაიწყება, ამ ეტაპისთვის შემთხვევების რადიკალურ ზრდას არ ველოდებით“ , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აგრესიული ტესტირებით იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის მედპერსონალს.

„როდესც ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი, გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, როგორიც არის მედპერსონალი. ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ჩვენ დავიწყეთ აგრესიული ტესტირება, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში, რაც ეტაპობრივად გაფართოვდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 174 იყო. დღეს დილით 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 2 მედდას ვირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 188;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 36;
  • გარდაიცვალა- 2;
  • კარანტინის რეჟიმში – 5056;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.