ახალ ქსელზე სამუშაოები გახანგრძლივდა, წყალმომარაგების აღდგენა გადავადდა - GWP

პუბლიკა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია.

GWP-ის ინფორმაციით, გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და წყალმომარაგება, კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეს, 19 თებერვლის 19:00 სთ-ზე აღდგება.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამბობს, სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

  • საბურთალოს რაიონში:
    ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს და კვარტლებს. ზემო ვეძისის დას. N55, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩას შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძის და მიმდებარე ქუჩებს.
  • სოფელ დიღომში:
    ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს.
  • გლდანის რაიონში:
    ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.
  • მცხეთის რაიონში:
    სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.