ახალციხეში ავარიისას სამი მცირეწლოვანი დაშავდა

პუბლიკა

ახალციხეში მომხდარი ავარიისას სამი მცირეწლოვანი დაშავდა. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ავარიით დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.  „ჩვენთან 7–8 კაცი კი შემოიყვანეს, მაგრამ აქედან ერთ ბავშვს ჰქონდა სერიოზული დაზიანება ქალა-ტვინის ტრავმით, იგი თბილისში გავუშვით. სხვებს კი მცირე დაზიანებები ჰქონდათ. რვა წლის გოგონა ყველაზე მძიმედ დაშავდა“,- განუცხადეს გამოცემას კლინიკა „იმედში“.

LB loan image desktop LB loan image mobile