ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“ რაჭაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 4 ივლისს, ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ და მისმა ძმამ, დავით სირაძემ, ფიზიკურად იძალადეს „ახლგაზრდა მწვანეების“ წევრ, ნიკოლოზ ღლონტზე.
განცხადებაში, ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ორგანზაცია გამოთქვამს იმედს, რომ “ერთი მხრივ დამნაშავე მიიღებს საკადრის პასუხს, მეორე მხრივ ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალური ქმედებებისგან.”
“პირველ რიგში, გვინდა მკაფიოდ ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ახალგაზრდა მწვანეები“ წარმოვადგენთ არაპარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, შესაბამისად არ ვართ აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში, მათ შორის არც საქართველოს მწვანეთა პარტიასთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთა შორის არ არსებობს რეალური იდეოლოგიური განსხვავება. ერთადერთი ძალა, ვის გვერდითაც ვდგავართ არის ხალხი. დღეს არსებული პარტიების მხრიდან გარემოსდაცვით თუ სოციალურ საკითხებზე პროტესტში ჩართვა კი ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას.” – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ განცხადება სრულად ბმულზე.