ახალი შეფასებით, Credit Suisse-ის ბანკირის თაღლითური სქემით, ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა

პუბლიკა

Credit Suisse Group-მა ბიძინა ივანიშვილთან დავაში $607 მილიონი წააგო მისი ყოფილი ბანკირის თალითობის საქმეზე, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ დაითვალეს ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი.

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს უფროსი მოსამართლის ნაინდერ ჰარგუნის გადაწყვეტილებით, ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი ახლა $607 მილიონით განისაზღვრა.

ჰარგუნმა მარტში ივანიშვილის ზარალი $553 მილიონით შეაფასა, მაგრამ დაავალა მხარეებს, რომ ის უფრო ზუსტად განესაზღვრათ. Credit Suisse-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ $600 მილიონის ოდენობის გადაწყვეტილებას მოელოდნენ.

მარტში მოსამართლემ Credit Suisse Life-ი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ „თვალი დახუჭა“ პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. ბანკი ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს თარლითობისთვის გაასამართლეს, „მარტოხელა მგელი“ იყო და თავის საქმიანობას მალავდა.

ჰარგუნის ბოლო გადაწყვეტილება ბანკმა არ გააპროტესტა, ისინი დაეთანხმნენ ზარალის შეფასებას. მხარეებს შორის უთანხმოება თანხის გადახდის მეთოდებზე დარჩა.