ახალი შემთხვევები არ უკავშირდება გუდაურს – მარინა ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუდაურთან კავშირში არ არის.

„არ არის კავშირში გუდაურთან. გუდაურის რამდენიმე შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოიყვანეს სადიაგნოსტიკოდ. მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ პასუხები ნეგატიური იყო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  216 პაციენტია.