ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინე სივრციდანაა, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ბოლო 24 საათში დაასტურებული 8 ახალი კორონავირუსის შემთხვევიდან, 3 – საკარანტინე სივრცეებში დადასტურდა და ე.წ. იმპორტირებული შემთხვევებია, 5 – კოვიდინფექციის მქონე პაციენტის კონტაქტებია.

მისი თქმით, მათ ცენტრში ამჟამად მკურნალობს 23 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 851-ს შეადგენს.

განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 4851
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31