ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო არის ბოლნისი, 9-ის კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო არის ბოლნისის ცნობილი წყარო, ხოლო დანარჩენი 9 – ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები.

„გრძელდება კიდევ კვლევა, თუ არსებობს კიდევ ამ წყაროში ინფიცირებულები… ისინი იყვნენ ბინაზე იზოლაციაში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ცნობით, Covid-ცენტრებში ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 757 გახდა. 24-ით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 746
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 576
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 2966
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3