ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა – NOR

პუბლიკა

ადგილობრივი მედიასაშუალება რადიო NOR.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალქალაქში აფეთქდა მანქანა, რომელიც დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმას, მარტუნ მკოიანს ეკუთვნის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.