ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - ბოკერია

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და მელიასა და რურუას გათავისუფლებაა, თუმცა კომპრომისის სახით განიხილავენ პლებისციტსაც.

„ჩვენი და ყველა პარტიის პოზიციაა და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“, ამ მომენტამდე იყო, რომ გვინდა ვადამდელი არჩევნები პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ის პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, რაც ქართველ ხალხს ეკითხება, სურთ თუ არა ახალი არჩევნები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების – მელიასა და რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რომელიც შეთავაზებული აქვს ოპოზიციას, ვგულისხმობ სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილებას.

ახლა, მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, გააკეთოს ეს ყველაფერი, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და შემდეგ შეეგუოს მარცხს არჩევნებში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე პლებისციტის საკითხზეც იყო საუბარი. ბოკერიას თქმით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი მათი მხრიდან კომპრომისული წინადადებაა.

„სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“, – ასე გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე.