ახლა პანიკის მიზეზი არ გვაქვს - ზელენსკი უკრაინელ ხალხს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, სიტუაცია ჯერჯერობით ისევ კონტროლქვეშაა და უკრინაში არაა იმისი მიზეზი, რომ ხალხმა ქაოსურად დაიწყოს მოქმედება. ზელენსკის თქმით, თუკი უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, ამის შესახებ მოსახლეობას აცნობებენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შემდეგ განაცხადა უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას.

ამასთან, ზელენსკი ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტს მოითხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის და ეუთოს ფარგლებში საგანგებო შეხვედრის საკითხები.

ზელენსკის ასევე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების აღიარება ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებებიდან გავიდა.