ახმეტაში, სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა

პუბლიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მოკლულია იბრაჰიმ ქავთარაშვილი. „პუბლიკას“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.