აკუსტიკური იარაღის ტარება აიკრძალება, გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით იქნება დასაშვები - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იარაღის შესახებ კანონსა და კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალება.

შსს-ს ცნობით, გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება.

მოცემული რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

ასევე ცვლილებების თანახმად, დასახლებულ ადგილას რეგისტრირებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლისთვის დღეს მოქმედი სანქციები შესაბამისობაში მოვიდა საკანონმდებლო ცვლილებებთან და დასახლებულ პუნქტში გასროლისათვის არსებული ჯარიმა 200 ლარიდან გაიზარდა 500 ლარამდე.