ალბანეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ქალი თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს აფხაზეთში მოგზაურობდა

პუბლიკა

ალბანეთში დაკავებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობდა – ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა გაავრცელა.

ალბანეთში დაკავებული რუსი ბლოგერი ბოლო თვეების განმავლობაში თავის Instagram-გვერდზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან აქვეყნებდა ფოტოებს, მათ შორის იღებდა საბჭოთა არქიტექტურას, მიტოვებულ ბუნკერებსა და მუზეუმ-თავშესაფრებს.

გარდა ამისა, ლანა სატორის (იგივე სვეტლანა ტიმოფეევა) გვერდზე იძებნება 2017 წელს გადაღებული ფოტორეპორტაჟები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბლოგერს, სავარაუდოდ, დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.

ლანა სატორის Instagram-გვერდიდან ირკვევა, რომ ის საქართველოში მარტში ჩამოვიდა. როგორც თავად წერდა, თბილისში დარჩენას 6 თვით გეგმავდა, საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ბინა თბილისის ცენტრში იქირავა. ბლოგერი რუსეთიდან წამოსვლის მიზეზად აღნიშნავდა, რომ „მრავალი მიზეზის გამო, გაჩნდა განცდა, რომ ახლა რუსეთში დარჩენა სახიფათო და არასასიამოვნოა და ეს მხოლოდ ომის დაწყებას არ უკავშირდება“.

ტიმოფეევას მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სოციალური ქსელების დახმარებით თანხების შეგროვებას იწყებენ, რათა ფოტოგრაფის სამართლებრივი დახმარება შეძლონ.


21 აგვისტოს ალბანეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუ რატომ სცადა რუსეთის ორმა და უკრაინის ერთმა მოქალაქემ სამხედრო ქარხანაში შეჭრა. პოლიციამ სხვა სამხედრო ქარხანასთან ასევე დააკავა ჩეხეთის 4 მოქალაქე.

ალბანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი ორი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა 24 წლის რუსი მამაკაცის დაკავებისას, რომელიც გრამშის სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე შედიოდა და ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მან ჯარისკაცების წინააღმდეგ სპრეი გამოიყენა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ქარხანაში შეჭრის მოტივზე დარწმუნებით ლაპარაკი, მაგრამ მიუთითა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე.

„ფართო რეგიონული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება ჩვეულებრივ სამოქალაქო ინციდენტად მივიჩნიოთ, თუმცა დასკვნის გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ“, – აღნიშნა პელეშმა.

სამინისტროს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ქარხანა ახლა უზრუნველყოფს წარმოების მომსახურებას თავდაცვის ინდუსტრიისთვის. წარსულში მას ასევე იყენებდნენ მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალის დემონტაჟისთვის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Sator (@lanasator)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Sator (@lanasator)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Sator (@lanasator)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Sator (@lanasator)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Sator (@lanasator)