ალბათ, დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარვადგენ თავს - ენზელ მკოიანი jnews-თან

პუბლიკა

გამოცემა jnews-ის ცნობით, სავარაუდოდ, ენზელ მკოიანი მაჟორიტარ დეპუტატად დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

ადგილობრივი მედიის კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს, მკოიანი პასუხობს:

„მე არ მინდა, ხალხს სურს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. ალბათ, ამდენი შემთხვევის შემდეგ მე კანდიდატურას დავასახელებ დამოუკიდებლად. ვხედავ, რა ხდება ჩემს გარშემო“, – აცხადებს მკოიანი jnews-ის ცნობით.

რაც შეეხება ენზელ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქებას, მკოიანი ამ ფაქტს მუქარისშემცველ გზავნილებს უკავშირებს.

10 აგვისტოს ენზელ მკოიანის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რომ მკოიანის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან მას დაემუქრნენ და პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ფულის გამოძალვა სცადეს.

ენზელ მკოიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“. თუმცა 2020 წლის არჩევნებზე ოცნებამ ამ ოლქში კანდიდატად სამველ მანუკიანი დაასახელა.