სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით ჩადის.
ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
განცხადებაში ვუჩიჩის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ის ერთი დღით გაემგზავრება უკრაინაში, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში ქალაქ ოდესაში.
რუსეთმა ოდესაზე ამ კვირაში რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
სხვა ოფიციალური ვიზიტებისგან განსხვავებით, უკრაინაში ვუჩიჩის ვიზიტზე ადმინისტრაციას განცხადება წინასწარ არ გაუვრცელებია.
ინფორმაცია მხოლოდ მისი გამგზავრების შემდეგ გახდა ცნობილი.