„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. უწყების ცნობით, მაისურაძე პროფესიით იურისტია და აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
„იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას“, – წერია განცხადებაში.
პაატა სალიას მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.