ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია. მისი პრესმდივნის, კირა იარმაშის ინფორმაციით, ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.
Мы предполагаем, что Алексея отравили чем-то, подмешанным в чай. Это было единственное, что он пил с утра. Врачи говорят, что токсин быстрее всосался через горячую жидкость. Сейчас Алексей без сознания
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 20, 2020