ალექსეი ნავალნი მოწამლეს, ის უგონო მდგომარეობაშია – პრესმდივანი

პუბლიკა

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია. მისი პრესმდივნის, კირა იარმაშის​ ინფორმაციით, ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.