ალიანსი უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.

გენერალური მდივნის თქმით, NATO განალაგებს თავის სწრაფი რეაგირების ძალებს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, თუმცა მეტად კონკრეტულად არ უსაუბრია ამ საკითხზე.