კრემლისთვის ჩვენი პასუხი უნდა იყოს, უფრო მეტი მხარდაჭრა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო ლიდერებმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.

მისი თქმით, კრემლი ცდილობს, ნატომ და ევროკავშირმა ნაკლები მხარდაჭერა აღმოუჩინონ პარტნიორებს.

„ჩვენი ერთობლივი პასუხი უნდა იყოს, უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს,“ – განაცხადა მან.


Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ანგარიშებს გაუყინავენ. ახალ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნები 24 თებერვალს შეთანხმდნენ.