ალმათში ქოლცენტრი აღმოაჩინეს და საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს - ყაზახური მედია

პუბლიკა

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ალმათში სამართალდამცველებმა ქოლცენტრი აღმოაჩინეს და დააკავეს საქართველოს 24 მოქალაქე, რომლებიც იქ მუშაობდნენ.

ყაზახეთის შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ქოლცენტრს ინტერნეტთაღლითობისთვის იყენებდნენ.

ყაზახური მედია წერს, რომ სატელეფონო და ონლაინთაღლითობისას დაზარალებულებთან დაკავშირება თითქოსდა ბანკის წარომადგენლების პირით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

წელს სატელეფონო ოპერატორებმა უცხოეთიდან, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნებით შესული 15 მილიონზე მეტი ზარი დაბლოკეს. ასევე წელს ყაზახეთში სატელეფონო თაღლითობის 400-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. თაღლითები თავს ბანკის თანამშრომლებად ასაღებდნენ.