მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვა წერს, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა, ენმ-ის მარნეულის ოფისის ფასადი დაამახინჯეს და წარწერები დატოვეს.
სამირა ბაირამოვას გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ფასადი შეღებილია, აქტივისტის სახელი წერია კედლებზე და შეურაცხმყოფელი წარწერები და ფიგურებია მიხატული.
„ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს. კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაცია. იმედი მაქვს შსს-ს ესმის, ისინი რამდენად საშიში არიან, “- წერს სამირა ბაირამოვა.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს საკითხის გარკვევას.
16 მარტს აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება. ის აცხადებს, რომ ამის შემდეგ მუქარის შეტყობინებებს იღებს.