„ალტ-ინფოს“ მიერ გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების გამო გამოძიება დავიწყეთ - შსს

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს” მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ის ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა და 151-ე მიხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს.

მათივე ცნობით, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს.