ამ ეტაპზე სიაში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც შიმშილობას იწყებს - მელია

პუბლიკა

„ამ წუთის მდგომარეობით, სია დგება და შემიძლია დავადასტურო, რომ 300-ზე მეტი ადამიანია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს. ახლა ინფრასტრუქტურა ეწყობა გარეთ”, – ამბობს მელია.

როგორც მელიამ რუსთაველზე დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქტი იწყება. შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ოფისთან იგეგმება.