ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი - მდინარაძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდეტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპაში ვიზიტის შემდეგ.

„კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა.
ეს იყო სულ!

არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!
დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…

საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!

ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!”, – წერს მდინარაძე facebook-ზე.


„მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა . მანვე აღნიშნა, რომ ვიზიტებს სხვა ქვეყნებშიც გააგრძელებს.