„ამ ინიციატივაში ბევრი ფუნდამენტური საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია“ - ეუთო/ოდირი დასკვნას აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საერთო დასკვნას აქვეყნებენ.

საერთო დასკვნაში აღნიშნულია „პოზიტიური ცვლილებები“ საარჩევნო კოდექსის პროექტში, მათ შორის იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო ზომებს, არჩევნების შედეგების განსაზღვრის პროცესის გაძლიერებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის გაუმჯობესებას.

„თუმცა შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი განსახილველი ცვლილება, კერძოდ ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კომისიების შედგენას ეხება. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, ბევრი ფუნდამენტური საკითხი კვლავაც გადაუწყვეტელია. უფრო მეტად სრულყოფილი და სისტემური რეფორის საჭიროება კვლავ დგას“, – აღნიშნულია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი საკნონმდებლო შესწორებების ინიციატივები ეფუძნება არა კანონმდებლობის ყოველმხრივ მიმოხილვას, არამედ მიმართულია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლასა და იმ პოლიტიკური შეშფოთების მოგვარებაზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიქმნა.

დოკუმენტში ასევე მითითებულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილით ბმულზე.