„ამ კვირას ლიბერალებს უნდათ, საერთოდ ნამუსი აგვხადონ“, – ამბობს ახალ ვიდეომიმართვაში ბიზნესმენი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე.
„მათ (ლიბერალებმა) გრანტით შვედეთში მცხოვრებ ქართველ ვაირეჟისორს, ლევან აკინს გადააღებინეს ფილმი, სადაც მთელი ჩვენი ქვეყნისთვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი”, – ამბობს ვასაძე.
მისი თქმით, ფილმის პრემიერის დროს, 8 ნოემბერს, იგი სერბეთში უნდა ყოფილიყო დედის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მაგრამ იძულებულია, აქ დარჩეს და იბრძოლოს.
ფილმის ჩვენების ჩაშლას სხვა ჰომოფობიური ჯგუფებიც აანონსებენ.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.
თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა.