და ჩვენ ვიცეკვეთ

დავით ბუხრიკიძე

20 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ, შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოების რიგით 55-ე ცერემონიაზე - Guldbaggegalan 2020 („ოქროს ხოჭო“, 2020) უკვე მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ შვედურ-ქართულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის რეჟისორია წარმოშობით ქართველი ლევან აკინი, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის  პრიზი გადაეცა.

ბასტი მგალობლიშვილი

„სერიოზულ შეცდომას უშვებ!“, - მომაძახა კინოთეატრის შესასვლელთან ქალმა, რომელიც კინოჩვენებას აპროტესტებდა. წინ კი აეროპორტის საკონტროლო პუნქტად გადაქცეული ფოიე დამხვდა. ამდენი პოლიციელი სავაჭრო ცენტრში არასდროს მენახა. თითქოს, სხვა ქვეყანაში მიწევდა გადასვლა ფილმის სანახავად. ამ წინააღმდეგობებმა აკინის ფილმის ნახვის სურვილი გამიასმაგა.

გიორგი თაბაგარი

მიხარია, რომ ჯერჯერობით ჩემი მოლოდინი მხოლოდ მართლდება, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც კი. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემი კუბელი მეგობრის ისტორიას, რომლის ოჯახსაც 80-იანი წლების ბოლოს სკოლასა და სოციუმში გაუსაძლისი ჰომოფობიური ბულინგის გამო იძულებითი ემიგრაცია მოუწია გერმანიაში.