„ამ მშვიდობაში თქვენი დამსახურება ისაა, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ნაძვის ხეზე" - მანჯგალაძე

პუბლიკა

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით მიმართავენ.

პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ „აჟიტირება, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა, არასერიოზულია.”

„მშვიდობა, თავისუფლებისა და ღირსების გარეშე, არის მონის ოცნება. რა მშვიდობაზე საუბრობთ, ამ მშვიდობაში თქვენი დამსხურება ისა, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ნაძვის ხეზე“. – განაცხადა დეპუტატმა.

ის ამბობს, რომ „სინამდვილეში ეს მშვიდობა მოიტანა იმ ბიჭებმა, ვინც საქარათველოს თავისუფლებისა და სიძლიერისთვის იბრძვის“.

„ეს არის იმ ბიჭების დამსახურება, რომლებმაც, მათ შორის, უკრაინაში რუსეთს ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლითაც გვგლეჯდა 2008 წელს და აპირებდა დაგლეჯას, თუ წარმატებას მიაღწევდა უკრაინაში.

მშვიდობა განპირობებულია არის თქვენი კუდის ქიცინით, არამედ იგი მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა”. – თქვა მანჯგალაძემ.