წახალისდება გადაადგილება - მინისტრი 3 მგზავრისა და კომენდანტის საათის შეზღუდვის მოსხნაზე

პუბლიკა

„თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად ჩვენ ვთვლით, რომ იქნება წახალისებული ადამიანების მეტი გადაადგილება“, – ასე  განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თუ რატომ რჩება ძალაში კომენდანტის საათი და ავტომობილის მგზავრობისას სამკაციანი შეზღუდვა.

მისი თქმით, ამ შეზღუდვების მოხსნით ინფექციის გავრცელების რისკი მოიმატებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისევ და ისევ სოციალური დისტანცირება. ჩვენ არ გვინდა ამ ეტაპზე წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ ის არსებული მოცემულობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ვინაიდან თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად ჩვენ ვთვლით, რომ იქნება წახალისებული ადამიანების მეტი გადაადგილება და აქედან გამომდინარე რისკიც მატულობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.