ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეჰყვეს ხელისუფლებას - სამადაშვილი დეპოლარიზაციაზე

პუბლიკა

საპარლამენტო პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება და წერს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა „მიშელის შეთანხმებაში“ უკვე გაწერილია, ხელისუფლება კი ამ შეთანხმების შესრულებას არ გეგმავს.

„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა.

ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს“, – წერს სამადაშვილი.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს „რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე“. მისივე თქმით, პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი.