„ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ - სალომე ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.