ამას უნდა პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? - გოცირიძე ჩალაძეზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გიორგი ჩალაძის მონაწილეობას ეხმაურება.

მისი თქმით, კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. ის მიიჩნევს, რომ პარტიაში უნდა ჩატარდეს ღირსეული არჩევნები.

„ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?
კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით, “- წერს რომან გოცირიძე. 

დღეს პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ დააყენებს თავის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობა სურს აქტივისტს, მოძრაობა „საქართელოსთვის“ დამფუძნებელს გიორგი მუმლაძეს.