ამაზე საუბრისას არავის გვაქვს თავის მართლების მორალური უფლება - სარჯველაძე 14 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეს გამოეხმაურა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო წინა კვირაში მომხდარ ფაქტს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც თავისი შინაარსით, მართლაც თავზარდამცემი და ტრაგიკული ფაქტი იყო. არნახული და ანით აღუწერელი ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც არსად და არასდროს უნდა ხდებოდეს. უპირველეს ყოვლისა მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ახლობლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ბევრი ამ ბავშვს არ აღმოაჩნდა და საკუთარი პორბლემის წინაშე ის აღმოჩნდა სრულიად მარტო, რაც ყველას მარცხია.

საუბედუროდ, ამ ფაქტზე საუბრისას არავის გვაქვს თავის მართლების მორალური უფლება. ასევე არ გვაქვს არავის ამ თემით სპეკულირების უფლება. ეს ორივე უზარმაზარი ამორალობა იქნებოდა. ამდენად ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ყველამ დავხაროთ თავები, გავისიგრძეგანოთ ამ უმწარესი გაკვეთილის მთელი დრამატიზმი და ყველამ, სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოებამ თუ უბრალოდ საზოგადოებამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვერცერთი პოლიტიკური საკითხი, რაოდენ დიდიც უნდა იყოს მისი აქტუალურობა და პრიორიტეტულობა, თავისი მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა იმ ტრაგედიის მასშტაბთან, რომელსაც ერთი ბავშვის ტრაგედია წარმოადგებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.