Reuters -ის ინფორმაციით ემრიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაასრულეს რუსეთზე ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტის შემუშავება, რომელიც მოიცავს ზომებს ენერგეტიკისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.
სანქციების მიზანია გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ შედეგიანი გახდეს — ამის შესახებ Reuters-ს სამმა ოფიციალურმა პირმა აცნობა.
სანქციების სამიზნეებში მოხვდა რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტი „გაზპრომი“, ასევე ძირითადი მოთამაშეები საბანკო და ბუნებრივი რესურსების სფეროებში. დეტალებზე ოფიციალური პირები საჯაროდ არ საუბრობენ, რადგან საკითხი ჯერ სრულად არ გახმაურებულა.
თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ნათელი, დაამტკიცებს თუ არა პაკეტს პრეზიდენტი ტრამპი. ეს მთლიანად მისი გადასაწყვეტია – ამბობენ წყაროები.