ამერიკელი დიპლომატები კიევში ომის დაწყების შემდეგ პირველად დაბრუნდნენ

პუბლიკა

24 თებერვლის შემდეგ პირველად უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრიტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატები დაბრუნდნენ.

CNN იუწყება, რომ აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა. დიპლომატთა მცირე გუნდი თავდაპირველად ლვივში გადავიდა, შემდეგ კი პოლონეთში და 24 თებერვალს საელჩომ მუშაობა სრულად შეწყვიტა.

აპრილში კიევში ვიზიტის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში დიპლომატებს დააბრუნებდა.