ამერიკის საჰაერო იერიშის დეტალები - პენტაგონში ბრიფინგი დასრულდა

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთან დენ კეინთან ერთად რამდენიმე წუთის წინ  პენტაგონში ბრიფინგი გამართა.

ჰეგსეტის თქმით, წუხანდელი დარტყმები მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული შესაძლებლობების „შესუსტებას“ და „განადგურებას“. მისი თქმით, თავდასხმამ „გაანადგურა” ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა არ შეხებია ირანელ ჯარისკაცებს ან სამოქალაქო პირებს.

“ოპერაცია იყო „გაბედული და ბრწყინვალე“. – დაამატა მან.

ჰეგსეტი აღწერს სამხედრო დეტალებსაც.

ის ამბობს, რომ ამერიკული B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები „შევიდნენ, გამოვიდნენ და კვლავ შევიდნენ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეიტყო“. ჰეგსეტი მადლობას უხდის ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც მონაწილეობდა წუხანდელ ოპერაციებში.

თავდაცვის მდივნის შემდეგ ჟურნალიტებს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი დენ კეინი ესაუბრა.

„ეს იყო უკიდურესად გასაიდუმლოებული მისია, რომლის შესახებაც ვაშინგტონში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა ინფორმაცია”.

შემდეგ ქეინი ჟურნალისტებს მიუთითებს საკონფერენციო ოთახში დამონტაჟებულ ეკრანზე და დეტალურად განმარტავს ოპერაციას.

„როგორც ჩანს, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ დაგვაფიქსირეს,“ – ამბობს ის.

მისი თქმით ირანს მიყენებული ზიანის სრული შეფასებისთვის დრო დასჭირდება. “თუმცა საწყისი ანალიზი აჩვენებს, რომ სამივე ობიექტზე მიყენებულია უკიდურესად მძიმე ზიანი,“ – ამბობს ის.

კეინის თქმით, ეს იყო „ყველაზე მასშტაბური B-2 ოპერაციული იერიში აშშ-ის ისტორიაში“.

ის აცხადებს, რომ აშშ-ის ძალები რჩებიან „სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში“ და “არიან მზად პასუხის გასაცემად ნებისმიერ ირანულ საპასუხო ნაბიჯზე“.

მან ასევე თქვა, რომ ირანისგან საპასუხო დარტყმა იქნება „უკიდურესად ცუდი არჩევანი“.