გვექნება უმრავლესობის სხდომა და კონსულტაციები – საკრებულოს თავმჯდომარე კუხიანიძეზე

პუბლიკა

„ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

ტრემალაძის შეფასებით, საკრებულოს დეპუტატის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, იყო არაკორექტული და მიუღებელი.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მინდა, ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ასეთი განცხადებებისგან და ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი“, – განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს VI მოწვევის საკრებულოს წევრმა,  ერეკლე კუხიანიძემ, ფეისბუკზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი გააკრიტიკა და აგინა. 

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე facebook-ზე.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile